მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბუსტერ დოზით აცრის შემდეგ 50 წელს ზემოთ მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ

ბუსტერ დოზით აცრის შემდეგ 50 წელს ზემოთ მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ

გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება 1 თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება.

„მოგეხსენებათ, ძალიან მომატებულია ინფიცირებულების რაოდენობა და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ტესტირებას გადის სწორი მონაცემები მიუთითოს თავისი ტელეფონის ნომრის სახით, რათა არ გართულდეს მასთან შემდგომი დაკავშირების პროცესი“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

კომენტარები