თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, ევროპულმა საქართველომ და აფხაზთა კრებამ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში 10 ივლისს, 20:00 საათზე ქუთაისში, კლუბ BUDE-ში (გუგუნავას ქუჩა N1) ინტერაქცია ექსპოზიცია – ბუჩამდე იყო აფხაზეთი – გაიხსნება.
ვიზიტორები ინდივიდუალურად, პოლიტიკური გაზვიადებისა და ინტერპრეტაციების გარეშე განიცდიან რუსეთის მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეს, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და რაც ასიათასობით დევნილმა გამოიარა. კამპანია იმავე ექსპოზიციით თბილისში, კლუბ KHIDI-ში 24 მაისს გაიხსნა.
ქუთაისში, კლუბ BUDE-ში (გუგუნავას ქუჩა N1) ორდღიანი ექსპოზიცია, 10 ივლისს, 20:00 საათზე გაიხსნება და 11 ივლისს, 18:00 საათზე დაიხურება.
ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს: 10 ივლისი – 20:00-23:30; 11 ივლისი – 12:00-18:00 საათებში ექნებათ.
კომენტარები