“გაგვასახლონ უსაფრთხო კორპუსში”, – ამ მოთხოვნით, ხვალ, 10:30 საათზე ქუთაისის მერიასთან, სოციალური საცხოვრისში შესახლებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.
ადგილობრივების თქმით, კორპუსი სიცოცხლისთვის სახიფათოა.
“შეგვასახლეს ამ კორპუსში და აღარ აინტერესებთ ჩვენი ბედი. ეს შენობა არის უვარგისი და საშიში. ქუთაისის მერთან რამდენჯერაც ვცადეთ საუბარი არ მიგვიღო, ჰოდა ხვალ მთელი კორპუსი მოვდივართ”, – აცხადებს ადგილობრივი.
სოციალურ საცხოვრისში, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, 69 ოჯახი ცხოვრობს. შენობის მოწყობა ბიუჯეტს 4 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა, მერიამ მაშინ რეალური ხარჯები დამალა.
საკითხით საგამოძიებო უწყებებიც დაინტერესდნენ, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ბენეფიციარებისთვის გადაცემულ ფართებსა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ საერთო ფართს შორის სხვაობა იყო.
საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა კონკრეტული პირების ბრალეულობა ამ დრომე არ გამოკვეთილა.
კომენტარები