მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილაო, მეგობრები ყოფილან”

“გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილაო, მეგობრები ყოფილან”

მდინარე წყალწითელაში გადავარდნილი ავტომობილი მაშველებმა უკვე ამოიტანეს.

ავტომანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორი – ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი ადგილზე დაიღუპა, სამმა კი თვითმხილველების თქმით, გაცურვა შეძლო. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე შეკრებული არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

„ქუთაისიდან მომავალი მანქანა გადავარდა წყალწითელის ხიდზე. გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირი გაარღვია. მეგობრები ყოფილან“, – აცხადებენ თვითმხილველები.

ცხედრები წყლიდან უკვე ამოსვენებულია. დაღუპულებს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

“მერსედესის” მარკის ავტომობილი მდინარეში დღეს დილით გადავარდა.

 

კომენტარები