გადიდი – სოფელი იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ონჯოხეთი). მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი, ვანიდან 9 კილომეტრი.
გადიდი გამორჩეულია განსაკუთრებული მთაგორიანი რელიეფით, ულამაზესი ბუნებითა და ჰაერში ჟანგბადის მაღალი შემცველობით. გადიდის ტყე-პარკის ძირითადი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელიც ყვავილობის დროს გამორჩეულად სასარგებლოა ბავშვების, ასევე მოზრდილების, ფილტვებით დაავადებულების სამკურნალოდ.
ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში.
სოფელში დგას XI საუკუნის გადიდის ეკლესია ლაპიდარული წარწერებით და მამათა მონასტერი.
სოფლიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. სოფლის ძირითადი შემოსავლის წყაროა მეთხილეობა.
სოფელში გავრცელებულია შემდეგი გვარები: შარაშენიძე, ქიმუცაძე, მსხილაძე, ბელთაძე, ლაგაძე.
კომენტარები