მთავარიახალი ამბებისლაიდი

გაერთიანებულმა ოპოზიციამ წყალტუბოში კანდიდატები წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ წყალტუბოში კანდიდატები წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები წყალტუბოში წარადგინა.

მერობის კანდიდატის ზაზა მეტრეველის განცხადებით, მთავარი პრობლემები უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია.

მეტრეველი მიიჩნევს, რომ წყალტუბოს რესურსი ბოლომდე არ არის გამოყენებული და რაიონი უფუნქციოდაა დარჩენილი.

კანდიდატების თქმით, ეს არჩევნები რეფერენდუმია, ამიტომ საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

კომენტარები