მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში 6 მინისტრის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის შეცვლა იგეგმება

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში 6 მინისტრის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის შეცვლა იგეგმება

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები “ქართულ ოცნებაში”  – გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილს გადააყენებენ. მის ნაცვლად კი, ირაკლი კობახიძეს დანიშნავენ.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე “ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს. საკადრო ცვლილებები იგეგმება საგარეო საქმეთა, კულტურის, იუსტიციისა  და ჯანდაცვის სამინისტროებშიც.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებენ, მეორე ვერსიით ეს თანამდებობა შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის შვილმა უტა ივანიშვილმა დაიკავოს.

მმართველ გუნდში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ, ოპოზიციაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ცვლილებები მმართველ გუნდში ფორმალური იქნება და ბიძინა ივანიშვილი ეცდება თანამდებობებზე მისი ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნოს.

კომენტარები