მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გაზზე გაორმაგებული გადასახადი მომივიდა”- რას ამბობს მოსახლეობა და რას პასუხობენ “სოკარ გაზში”

“გაზზე გაორმაგებული გადასახადი მომივიდა”- რას ამბობს მოსახლეობა და რას პასუხობენ “სოკარ გაზში”

“გაზზე გაორმაგებული გადასახადი მომივიდა” – ამ შინაარსის განცხადებები ისმის ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ბუნებრივი არის გადასახადი მათ სხვა თვეებთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი მიუვიდათ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მათ მძიმე ტვირთად დააწვათ.

“თუ ზამთარში და გასულ თვეებში ვიხდიდი 50-65 ლარს, ახლა მომივიდა 125 ლარი. გაორმაგებული გადასახადია, ამის გადახდა ნამდვილად გამიჭირდება”,- ამბობს ადგილობრივი ნინელი ბაუჯაძე.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი”  “სოკარ გაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო გაზის ტარიფი არ შეცვლილა.

“ბუნებრივი აირის სამომხმარებლო გაზის ტარიფი არ შეცვლილა. უბრალოდ გამომდინარე იქედან, რომ ზამთარში ყოველთვის მეტია მოხმარება და როცა სიცივეა უფრო მეტი ჭირდება იგივე დანადგარს, რომ იგივე ტემპერატურა შეინარჩუნოს, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, იზრდება მოხმარება”, – განგვიცხადეს “სოკარ გაზში”.

კომენტარები