“გამარჯვების პლატფორმამ” წყალტუბოს რაიონში, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კამპანია – „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც ისინი არაერთ რაიონსა თუ სოფელში ჩავლენ.
“გამარჯვების პლატფორმის“ლიდერების თქმით, საქართველოს – სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის აუცილებლად სჭირდება ევროკავშირი.
“ვიწყებთ კამპანიას – „ევროკავშირი საქართველოსთვის”. ყველა სოფელში ჩავალთ და ასე, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ იმიტომ, რომ სოფლების გაძლიერებას სჭირდება სწორედ ევროკავშირი და სამუშაო ადგილებს და საქართველოში ხალხის დაბრუნებას სჭირდება ევროკავშირი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საიდანაც მოგვწერთ, ყველგან ჩამოვალთ და აღვმართავთ დროშებს.
ამ სოფლიდან ვიწყებთ მათ შორის იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას” აქ, 2012 წლის მერე არჩევნები არ მოუგია. რუსეთი საქართველოში არასდროს არ იქნება და ყოველთვის ევროპისკენ უნდა ვიაროთ, ხშირად გვექნება მსგავსი სიმბოლური ღონისძიებები, ამით ჩვენ ევროპულ პარტნიორებსაც ვუგზავნით მესიჯს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირი”, – განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები