მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

გამოკითხული მოსახლეობის 50%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის

გამოკითხული მოსახლეობის 50%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? 39% აცხადებს, რომ არის, 50% აზრით არ არის, 11%-მა არ იცის.

NDI-ის კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები