ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში მცხოვრები 6 წლის ბავშვი გაუჩინარდა.
დაკარგული მოზარდის დედა სოციალურ ქსელში დახმარებას საზოგადოება სთხოვს და აღნიშნავს, რომ ბავშვი დედმამიშვილებთან ერთად ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა.
“გთხოვთ დამეხმარეთ! დავკარგე შვილი. მდინარე ცხენისწყალზე ბაბუას ყავდა თავის და-ძმასთან ერთად. 5 წუთში კი გაქრა. იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ, გთხოვთ! გამწარებული დედა გეხვეწებით: დამეხმარეთ! იქნება ვინმემ სადმე ნახეთ!
დამეხმარეთ თუ კი ვინმემ დაინახეთ! ხალხი არა ხართ? მომეშველეთ, მაპოვნინეთ შვილი! ნუთუ არავის დაგინახავთ, ასე უგზო-უკვლოდ რომ გაქრა ჩემი შვილი. დამეხმარეეეთ!”, – წერს დაკარგული ალექსანდრეს დედა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის სამძებრო ღონისძიებები ხვალ დილიდან განახლდება.
კომენტარები