ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, შეჩერებულია.
საფეხბურთი აკადემიის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის 21 ივლისს, ქუთაისის მერთან და გუბერნატორთან ერთად დაანონსა. აკადემია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოთ, მაგრამ სამუშაოები შეჩერებულია და მხოლოდ ხელოვნურსაფარიანი მოედანია დაგებული.
საკითხთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ბრიფინგი გაამრთა. ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს წარმომადგენლის თემურ ცამციშვიშვილის თქმით, აუცილებელია ფეხვურთის ფედერაციამ გასცეს პასუხი კითხვას: რამ შეუშალა ხელი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას.
“პროექტისთვის მარტო ფეხბურთის ფედერაციამ 5 მილიონი ლარი გამოყო, პროექტი ასევე ფიფას და უეფას პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია და რატომ არის სამუშაოები შეჩერებული ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს ფეხბურთის ფედერაციამ”, – აცხადებს თემურ ცამციშვილი.
კომენტარები