მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი”, – ბაღდათში 29 წლის გიორგი ბურჯანაძე გარდაიცვალა

“გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი”, – ბაღდათში 29 წლის გიორგი ბურჯანაძე გარდაიცვალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში მცხოვრები 29 წლის გიორგი ბურჯანაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ გიორგი ბურჯანაძე დედის ერთადერთი შვილი იყო.

“გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი 29 წლის გიორგი ბურჯანაძე, დედა კი მოკვდა…

გლოვობს ფერსათი. არადა ემიგრანტი დედა კაპიკ კაპიკ აგროვებდა თანხას შვილის სამომავლოდ. სახლში 29 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, მისთვის ყველაფერი კარგი ჰქონოდა. ყველაფერს ამისთვის უძლებდა, სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.

ახლა კი მიემგზავრება საბერძნეთიდან, ათენიდან ცარიელტარიელი, შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ, თურმე, უბრალოდ სუნთქავენ… ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ირინა წიქორიძე ახლაც…

მიდის მშობლიურ მიწაზე. მხოლოდ მიდის.

ღმერთო გამძლეობა მიეცი ირინას, ღმერთო, ნურც ერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს. დააბრუნე ემიგრანტები მის სახლებში. უფალო ნურც ერთ დედას ნუ მოუკლავ შვილს. განსაკუთრებით ემიგრანტ დედებს მონატრებულ შვილს ნუ წაართმევ, დაიფარე ყველა დედა უფალო.

დედის კივილმა შეძრა სამყარო. აღარ ჰყავს გიო, გულის მალამოდ. ბედის ირონია ყოფილა ცხოვრება. რად გაგიმეტა ასე წუთისოფელმა??

ოცდაცხრა წელი დასრულდა წამში. შიში ჩამდგარა მშობლების თვალში. დედის ერთია იმედი მისი გამოესალმა სიცოცხლეს რისთვის? დედი, ერთსა გთხოვ ნუ დამიტირებთ, თქვენი ცრემლები ჩემს გულს აჩნდება… მშვიდობით დედა, მშვიდობით ხალხო, მშვიდობით, ჩემო ეზოვ და სახლო.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს “ემიგრანტ დედას” ირინა წიქორიძეს” ერთადერთი შვილის 29 წლის გიორგი ბურჯანაძის გარდაცვალების გამო, სიტყვები უძლურია, დავმუნჯდი… ტკივილი, რომელსაც სახელი არა აქვს…”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები