მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გარეკა ხალხი აქედან, რისთვისაც მოვიდა ის ხუთიანზე გააკეთა – გაახარა პუტინი”

“გარეკა ხალხი აქედან, რისთვისაც მოვიდა ის ხუთიანზე გააკეთა – გაახარა პუტინი”

ქუთაისის მოსახლეობა “ქართული ოცნების” მმართველობის ათი წლისთავს აფასებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ 10 წლის განმავლობაში ისინი განვითარებისა და პერსპექტივის გარეშე დარჩნენ.

მათივე თქმით, მძიმე სოციალური ფონი ყოველდღიურად უარესდება, რის გამოც, ხალხი იძულებულია, ქვეყანა დატოვოს და საზღვარგარეთ წავიდეს.

“ქუთაისში ხალხი კი არ ცხოვრობს, დახოხავს მიწაზე ამას ცხოვრება ჰქვია? ნაგვის ურნებშია ხალხი თავით გადაყუდებული. მოვიდნენ ჩვენს გასაცამტვერებლად, ხალხის გასაქცევად, ოცნება ამიტომ ჰქვია, ის არის პუტინის ოცნება. უაზრო ოცნება მოუტანა ხალხს და გარეკა ხალხი აქედან, რისთვისაც მოვიდა ის ხუთიანზე გააკეთა – გაახარა პუტინი”, – ამბობს მოქალაქე.

“რა ვიცი ვინმე არის კმაყოფილი ნეტავი? ვინც მისიანები არიან, ისინი იქნებიან კმაყოფილი” – აღნიშნავს ქუთაისში მცხოვრები.

“ხალხი აპათიაშია, იმედდაკარგულია, პრაქტიკულად, ყველას გაქცევა უნდა, ვინც ახერხებს გადის, ვინც ვერა, იძულებულია დარჩეს”, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

“ფაქტი სახეზეა, დინებაა, დაიცალა საქართველო ქართველებისგან. ის დაპირებები რაც იყო, ყველაფერი ბლეფი, მე ვერაფერი ვნახე. პენსიამდე ასაკის ვარ, ვერ დავსაქმდი, ვერც საზღვარგარეთ წავედი და აქ ვარ, მშიერი ვარ, დღესაც მშიერი ვარ და ქუჩაში ვარ”, – აცხადებს ქუთაისში მცხოვრები.

ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია და სპორტის სასახლის მშენებლობა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის აშენებასაც “ოცნება” ქუთაისის მოსახლეობას დაჰპირდა, თუმცა სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად არც ეს შესრულებულა.

კომენტარები