მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გასაშუქებლის მეტი რა არის, სულ ნეგატივი, ნეგატივი… ეს თქვენ სულიერ და შინაგან სიღარიბეზე მეტყველებს”

“გასაშუქებლის მეტი რა არის, სულ ნეგატივი, ნეგატივი… ეს თქვენ სულიერ და შინაგან სიღარიბეზე მეტყველებს”

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის თქმით, “აგრესიული ადამიანების აგრესიული განწყობა ეკლესიისადმი კრიტიკული მედიის დამსახურებაცაა”.

მისი თქმით, “მედია მხოლოდ ნეგატივით ინტერესდება და სწორედ ამიტომ უჭირთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობა”.

“ეს აგრესიული ადამიანების აგრესიულად განწყობა ეკლესიისადმი, რა თქმა უნდა, კრიტიკული მედიის დამსახურებაც არის. გასაშუქებლის მეტი რა არის, კაი სიკეთე გააშუქეთ. სულ ნეგატივით იწყება, ნეგატივი, ნეგატივი… ამას რომ ვერ ხვდებით, იმიტომ გვიჭირს ჩვენ ურთიერთობა. სიმართლეს მაშინ აქვს ფასი, თუ ის სიმართლე ემსახურება რაიმე დადებით ემოციებს, ეს თქვენ სულიერ და შინაგან სიღარიბეზე მეტყველებს”, – აცხადებს მეუფე ანტონი “ფორმულასთან”.

საპატრიარქო ცხუმის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმას, რომლის შესახებ საზოგადოებამ 26 ნოემბერს შეიტყო, ოფიციალურად გუშინ გამოეხმაურა. განცხადებაში “უმკაცრესი შეფასებისა და რეაგირების” საჭიროებასთან ერთად, საპატრიარქო მედიას ესხმის თავს და ამ კონტექსტში “ამორალურობასა და დაუნდობლობაზე” საუბრობს.

კომენტარები