მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გასული წლის ნოემბერთან შედარებით ბოსტნეული 26%-ით, პური კი 23.8%-ით გაძვირდა

გასული წლის ნოემბერთან შედარებით ბოსტნეული 26%-ით, პური კი 23.8%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაცია 0.5%-ით გაიზარდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 10.4% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, გასული, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით 2022 წლის ნოემბერში ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებში არსებულ პროდუქტებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები 16.8%-თაა გაზრდილი

ბოსტნეული და ბაღჩეული – ფასები 26.0%-ით გაიზარდა,

პური და პურპროდუქტები – ფასები 23.8%-ით გაიზარდა,

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – ფასები 22%-ით გაიზარდა,

ყავა, ჩაი და კაკაო – ფასები 19.5%-ით გაიზარდა,

რძე, ყველი და კვერცხი – ფასები 18.3%-ით გაიზარდა,

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – ფასები 15.7%-ით გაიზარდა,

თევზეული – ფასები 13.6%-ით გაიზარდა,

ზეთი და ცხიმი – ფასები 10.1%-ით გაიზარდა,

ხორცი და ხორცის პროდუქტები – ფასები 9.1 %-ით გაიზარდა.

ხილი და ყურძენი – ფასები 6.9%-ით გაიზარდა,

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს – ჯგუფში ფასები 7.6%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასები 2021 წლის ნოემბერთან შედარებით 15.4%-ითაა გაძვირებული.

კომენტარები