მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გაუვალი ეკალბარდები, დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურა – ვითარება წყალტუბოს უნიკალურ პარკში

გაუვალი ეკალბარდები, დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურა – ვითარება წყალტუბოს უნიკალურ პარკში

ველური ბალახი, გაუვალი ეკალბარდები, დაზიანებული ძელ-სკამები და სანაგვე ურნები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და მოუვლელი საპირფარეშო – ეს კურორტ წყალტუბოს მთავარ რეკრეაციულ სივრცეში არსებული მდგომარეობაა.

მუნიციპალიტეტის ცენტრში 80-მდე ჰექტარზე გაშენებულ უნიკალურ პარკში უმეტესი ნაწილი გაუვალ ტყედ არის ქცეული.

ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები წუხან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც წყალტუბოში ჩაჰყავთ, უნიკალური პარკი მოსწონთ, თუმცა არსებული მდგომარეობით გაოგნებულები არიან.

წყალტუბოს პარკში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქის რეკრეაციული სივრცე ქვეწარმავლების და მღრღნელების თავშესაფრად გადააქცია.

ოპოზიციური სპექტრის თქმით, ერთ დროს ტურისტული პოტენციალით ცნობილი კურორტი დღეს პროვინციულ დასახლებად არის გადაქცეული.

კომენტარები