ქუთაისში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება. ახალგაზრდები მეექვსე დღეა, აუდიტორიებში შესვლაზე უარს აცხადებენ და ყოველდღიურად მსვლელობას მართავენ.
ახალგაზრდების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც მათივე თქმით, ქვეყნის დასავლურ მომავალს კეტავს.
სტუდენტები დღის ბოლოს ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლებენ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მორიგ აქციას გამართავენ.
კომენტარები