ქუთაისის ბაზარში მომხმარებლების სიმცირეზე საუბრობენ.
თვითდასაქმებულების თქმით, მყიდველი გაჭირვების გამო ბაზარში ვეღარ შედის, იშვიათად შესული მომხმარებელი კი, ხილსა და ბოსტნეულს ცალობით ყიდულობს, ხორცსა და რძის ნაწარმს – გრამობით.
ქუთაისში მოვაჭერების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ბაზრის მიმდებარედ მერიამ ფალიაშვილის ქუჩა რეაბილიტაციის გამო გადაკეტა, ადგილზე კი მომხმარებელი ფაქტობრივად ვეღარ შედის.
“84 წლის ქალი ვარ, მე ახლა ბაზარში რატომ უნდა ვიყო, მაგრამ როდესაც შემოსავალი არ არის, იძულებული ხარ ქუჩაში გადმოხვიდე. მწვანილს ვყიდი, მაგრამ არავის უნდა, 10-თეთრიან მწვანილს ვეღარ ყიდულობს ადამიანი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა”, – აცხადებს ადგილობრივი ელენე ქვაჩაკიძე.
კომენტარები