ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ცნობილია.
infoimereti.ge-ს ინფორმაციით, ყოფილ საპარლამენტო ქალაქის მერობისთვის გიორგი გოგუაძე იბრძოლებს.
გოგუაძე პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი და იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრებს დღეს წარადგენს.
კანდიდატებს 19:00 საათზე თავად გიორგი გახარია დაასახელებს.
ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში გაიმართება.
კომენტარები