გელათის დროებითი გადახურვის დასრულების დრო კვლავ გაურკვეველია.
“ევროპა ჩემი სახლიას” დამფუძნებლის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების მსვლელობისას ვიზუალურად ვლინდება, რომ დროებითი გადახურვა ქარის პირობებში მედეგობას ვერ ავლენს. ამიტომ ბევრი კითხვაა, როგორ გაუძლებს ის მოახლოებულ ზამთარს.
“პროექტი საჯარო არ არის, თუმცა ვიცით, რომ ტაძრის სრულად გადახურვის შემდეგ (ვადები უცნობია) ამ გადახურვის ქვეშ უნდა მოიხსნას თუნუქი, კრამიტის ფენილი და სახურავის ცალკეული სეგმენტები დარჩეს მის იმედად.
ამ გადახურვამ უნდა გაუძლოს ქარს, წვიმას და თოვლს, რაც უხვად არის მოსალოდნელი გელათის კლიმატის გათვალისწინებით”, – აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
მისივე თქმით, ასევე კარგად არის გადასახედი დროებითი გადახურვის პროცესში მიდგომები მასალასთან და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით”, მიიჩნევს.
გელათი ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის რამდენიმე თვის წინ დაიკეტა. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა.
კომენტარები