მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელ გზას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს

გელათის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელ გზას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს

დღეიდან, 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი იკეტება. ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

გელათამდე არ უშვებენ არც მედიის წარმომადგენლებს. კომპლექსი გასულ წელსაც იყო რამდენიმე დღით დაკეტილი, თუმცა მაშინ უშუალოდ ჭიშკარს ედო ბოქლომი და იქამდე მისვლა მედიას თავისუფლად შეეძლო.

პოლიცია გზაზე გადაადგილების საშუალებას მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს.

“პრეტენზიები და პრობლემები ნარჩუნდება საჯაროობის მიმართულებით. დღემდე არ ვიცით რა პროექტზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა დაიწყოს/ ვიცით, რომ გუმბათის გარეშე გადახურვა დაიწუნა, შესაბამისად, შემდეგი შეთავაზება ჩვენთვის უცნობია, თუ კი პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ის საჯარო არ იყოს”, – განაცხადა “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა.

საპატრიარქოს ცნობით, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის “ფართომასშტაბიან და ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში” და ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის კომპლექსი დროებით იკეტება.

კომენტარები