მთავარიახალი ამბებიიმერეთი

გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა,  – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისიის შემადგენლობაში იქნებიან: ალკივიადეს პრეპისი – ICOMOS-ის მრჩეველი არქიტექტურის მიმართულებით, ვალერი მაგარი – ICCROM-ის პროგრამების განყოფილების მენეჯერი (კედლის მხატვრობის სპეციალისტი) და ირენა კაკეტი – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, მისია სამონასტრო კომპლექსს მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში მოინახულებს.

კომენტარები