მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გელათის ტაძრის გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ”

“გელათის ტაძრის გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ”

არქიტექტორ ვახტანგ ზესაშვილის განცხადებით, გელათის ტაძრის გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე მოხდება.

“მეორე ნაწილი არის სტრუქტურული მონიტორინგი, დავაყენეთ ბზარებზე მონიტორინგის სისტემები, რომელიც 10-15 წელი იქნება ადგილზე და ამ ბზარების მოძრაობას აღრიცხავს. გადახურვის თვალსაზრისით შევიმუშავეთ ორი ვარიანტი, ერთმა ვარიანტმა ტაძრის ინტერიერში პრობლემები აჩვენა იმდენი ხარაჩოს გაჩენის მხრივ, რომ უბრალოდ, შემდეგ პარალიზებული გახდებოდა ტაძარი. ამის გამო შევიმუშავეთ მეორე ვარიანტი, რომელიც უსაფრთხოა ტაძრისთვის და ფრესკებისთვის. რეალურად, გუმბათს წყლის ინფილტრაციის პრობლემები დღეს არ აქვს, ამიტომ უნდა გადავხუროთ ტყუილად.

გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ, პროცესები კი UNESCO-სთან შეთანხმებით მიდის. ახლა არის დროებითი გადახურვა, რომელიც არის ე.წ. ჟეშტისგან გაკეთებული და რომელიც პირდაპირ კრამიტზე აწყვია. ეს ინფილტრაციის პროცესს აზღვევს, მაგრამ არ აძლევს საშუალებას, რომ არსებული ნესტი შიგნიდან აორთქლდეს ანუ რეალურად, ეს დროებითი გადახურვა, რომელსაც ჩვენ ზევიდან ვაწყობთ, იქ მუშაობის საშუალებას აძლევს უკვე სახურავებზე და რასაკვირველია, ნესტის გაშრობას უკვე სახურავებიდან, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვახტანგ ზესაშვილმა.

კომენტარები