მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გელათი აღარ ჰგავს სასულიერო უმნიშვნელოვანეს კერას, ის ჰგავს ქარხანას, რომელიც სავსეა რკინებით”

“გელათი აღარ ჰგავს სასულიერო უმნიშვნელოვანეს კერას, ის ჰგავს ქარხანას, რომელიც სავსეა რკინებით”

პარტია “ლელოს” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, მონასტერში არსებული ვითარება უფრო და უფრო მძიმდება და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ეკისრება, რადგან ინფორმაციას მალავს და რეალურ მდგომარეობას არ ასაჯაროვებს.

მისი თქმით, ტაძარის ირგვლივ მოვლენებზე დუმილი დანაშაულია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას უმოქმედობაში და ისტორიული ტაძრის განადგურებაში ადანაშაულებს.

“ლელოს” ლიდერი საკანონდებლო ორგანოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ვართ გელათის მონასტერში და სიმართლე გითხრათ, მიჭირს საუბარი იმდენად მძიმე სურათი დამხვდა გელათში. ჩემი აქ ბოლო ამოსვლის შემდეგაც კი კრიტიკულად არის დამძიმებული ვითარება. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა პირადად მინისტრ თეა წულუკიანის და იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო. ის მალავს ინფორმაციას გელათთან დაკავშირებით.

უკვე მერამდენე თვეა, არ ასაჯაროვებს საერთაშორისო ძალიან კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას გელათთან დაკავშირებით, რომელმაც აჩვენა, რომ აქ განხორციელებული სამუშაოები არასწორად არის ჩატარებული და ახლაც გელათის რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს სწორად. არა მხოლოდ ფრესკები, ღვთისმშობლის ფრესკა ვნახე ახლა, რომელზეც მარცხენა თვალი არის ჩამოშლილი, იმიტომ რომ კვლავ ჟონავს წყალი.

გელათი აღარ ჰგავს სასულიერო უმნიშვნელოვანეს კერას, ეს ჰგავს ქარხანას, რომელიც სავსეა ხარაჩოებით და რკინებით”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები