მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათი ისევ ჩაკეტილია

გელათი ისევ ჩაკეტილია

გელათი ისევ ჩაკეტილია. სამონასტრო კომპლექსის ეზოში სპეციალისტების გარდა ვერავინ შედის.

დღეს ტაძარში საკვირაო წირვა მრევლის გარეშე შესრულდა.

პოლიტიკოსები კი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სამონასტრეო კომპლექსი დროულად გახსნან.

“რა დღეში ჩააგდეთ გელათი თქვე შობელძაღლებო. ყოველ წამს ტურისტები მიდიან და დაკეტილი კარი ხვდებათ. გიდები მაინც გაგეფრთხილებინათ, რომ ტაძარს კეტავდით”, – აცხადებს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის კარი უკვე მეორედ დაკეტეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე არსებულ პრობლემებს უცხოელი ექსპერტები ეცნობიან.

ხელისუფლებამ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ ტაძარში წყალი ჩაედინება.

კომენტარები