მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათი რამდენიმე დღეა, მნახველებისთვის კვლავ დაკეტილია

გელათი რამდენიმე დღეა, მნახველებისთვის კვლავ დაკეტილია

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კვლავ დაკეტილია. რამდენიმე დღეა, ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდება და ვერც მნახველები შედიან.

ადგილზე მყოფი დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი რეაბილიტაცია გახდა, თუმცა ამ დროისთვის ტაძარში სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ტაძრის დაკეტვას არსებულ მძიმე სიტუაციას უკავშირებენ აქტივისტები.

“ევროპა ჩვენი სახლიას” ინფორმაციით, ფრესკების ფრაგმენტები ისევ ცვივა და პრობლემა შეუქცევადი გახდა.

კომენტარები