მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გერმანიაში საქართველოს ელჩი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

გერმანიაში საქართველოს ელჩი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ნუგეშა გაგნიძეს შეხვდა, რომელიც ამჟამად პოტსდამის უნივერსიტეტში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიით იმყოფება.

შეხვედრაზე ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს.

ხაზი გაესვა გერმანისტიკის და გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლების პრობლემებს საქართველოში.

ასევე ყურადღება გამახვილდა აქტუალურ საკითხებზე საგანმანათლებლო სივრცეში, უნივერსიტეტთა და სკოლათა შორის პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილებაზე, იმსჯელეს ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე.

კომენტარები