მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გვავიწროებდა სექსუალურად, ფსიქოლოგიურად, იმდენად პატარები ვიყავით, ვერ ვიღებდით ხმას” – ქუთაისის “მართვეს” ფეხბურთელი

“გვავიწროებდა სექსუალურად, ფსიქოლოგიურად, იმდენად პატარები ვიყავით, ვერ ვიღებდით ხმას” – ქუთაისის “მართვეს” ფეხბურთელი

ქუთაისში, საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ერთ-ერთი ფეხბურთელი  ანა ჯანელიძე ჰყვება, რომ წლების განმავლობაში მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი ქალ მოთამაშეებს სექსუალურად ავიწროებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ქუთაისის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბისა და მისი მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან.

“გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდები. გვავიწროებდა სექსუალურადაც, ფსიქოლოგიურადაც. იყო ფაქტები გასახდელში უნებართვოდ შემოსვლები. ფსიქოლოგიური ზეწოლები, გვექცეოდა ცუდად, შეურაცხყოფას გვაყენებდა სიტყვიერად. თამაშებზე გასულს ცუდ სიტყვებს გვეძახდა ამდენ ხალხში და ასე შემდეგ. მაშინ ვიყავით ძალიან პატარები, როდესაც ასეთი რაღაცები ხდებოდა. გრძელდებოდა დიდობაშიც, მაგრამ იმდენად პატარები ვიყავით და იმდენად არ ვიცოდით ჩვენი უფლებები როგორ დაგვეცვა, ვერ ვიღებდით ხმას”, – ჰყვება საფეხბურთო კლუბ “მართვეს” წევრი ანა ჯანელიძე.

უფლებადამცველი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სექსუალური შევიწროებისა და შევიწროების ფაქტების განხორციელება არასრულწლოვნობის ასაკში იყო დაწყებული.

ის ამბობს, რომ სარჩელი მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხში არ დაკმაყოფილდა, რასაც ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

კომენტარები