მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გვაინტერესებს როგორ არის ჩვენი პატიმარი,”- ციხესთან მსჯავრდებულების ახლობლები იკრიბებიან

“გვაინტერესებს როგორ არის ჩვენი პატიმარი,”-  ციხესთან მსჯავრდებულების ახლობლები იკრიბებიან

ქუთაისის ციხეში ეპიდემიური ვითარება უკონტროლო ხდება. ადვოკატების ინფორმაციით, კორონავირუსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივად ვრცელდება.

#2 საპყრობილესთან პატიმრების ახლობლები იკრიბებიან და ინტერესდებიან, როგორია მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუმცა ადმინისტრაციას პატიმრების ნათესავებისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებია ინფორმაცია.

“ინფექცია მოდებულია ციხეებში. ბევრი ინფიცირებული ჰყავთ მეორე დაწესებულებაში. ნაწილი ხონის ფსიქიატრიულშია გადაყვანილი. პატიმრის ახლობელმა მომაწვდინა ხმა, რომ მეორე დაწესებულებაში მძიმე ავადმყოფები არიან, ქრონიკული დაავადება აქვს ერთ-ერთს. მხოლოდ ერთი თვე დასჯა სასჯელის მოხდამდე და არ უშვებს ასეთებს ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭო” – ამბობს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.

პარტია “ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, უსუსურმა ხელისუფლებამ საკანში მყოფი პატიმრებიც ვერ დაიცვა.
“საკანში რომ ვერ დაიცავ პატიმარს, გარეთ არ უნდა გაგიკვირდეს ამდენი ადამიანი, რომ კვდება. ეს არის მკვლელი ხელისუფლება,”- აცხადებს გოგი წულაია.

 

კომენტარები