მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული”, – სოფელ დიხაშხოში ქვეწარმავლებს ებრძვიან

“გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული”, – სოფელ დიხაშხოში ქვეწარმავლებს ებრძვიან

ვანის სოფელ დიხაშხოში ქვეწარმავლებს ებრძვიან. დიდი რაოდენობით გველები სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში იპოვეს.

ვანის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ თბილისიდან სპეციალური ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

“ოჯახში ორი მცირეწლოვანია. გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული. ოჯახის წევრებს ღამით შიშინი ესმოდათ. ხუთი კაცი მუშაობს ადგილზე. როდესაც მოგვმართა ოჯახმა, სარეზერვო ფონდიდან სასწრაფოდ გამოვყავით თანხა და დავეხმარეთ. სახლი გალესილი არ არის და როგორც ჩანს, ამიტომ მოხვდნენ გველები შიგნით. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ოჯახს სახლის გალესვაშიც დავეხმარებით“, – აცხადებს ალექსანდრე გოგორიშვილი.

კომენტარები