მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გვეუბნებიან კვდებაო, უყურადღებოდ მიატოვეს საკეისროს შემდეგ” – ხმაური ქუთაისში, სამშობიარო სახლში

“გვეუბნებიან კვდებაო, უყურადღებოდ მიატოვეს საკეისროს შემდეგ” – ხმაური ქუთაისში, სამშობიარო სახლში

ქუთაისში, ხონელიძის სამშობიარო სახლში ხმაურია. 26 წლის სოფო ხინგავას ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობასა და პაციენტის უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ.

ახალგაზრდა ქალის ოჯახი ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას ითხოვს.

მათი თქმით, სოფო ხინგავას აღნიშნულ სამშობიარო სახლში 7 მაისს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გართულდა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა.

“ჩემი შვილი ძალით მომიკლეს. ჩემს შვილს არაფერი არ სჭირდა სასიკვდილო. გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო. მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. საკეისრო ხო გავუკეთე, ჩამოვიდა დავით ხინგავა, მეო მახარობელი ვარო, ჯერ ზევიდან მიკაკუნებს, ხო გინდოდა ჯანმრთელი შვილი და შვილიშვილიო, ხოდა ფული მომთხოვა 400 ლარი. 400 ლარი ამოვიღე, მივეცი. ჩუმ-ჩუმად იღებენ ფულებს, ყოველ მეორე კონსულტაციაზე დავით ხინგავა, ჩემი მეორე გოგოც აქ მორჩა, მთხოვდა, თუ გინდა, რომ მივხედო შენს შვილსო, 100-100 ლარს მთხოვდა ყოველ მეორე კონსულტაციაზე. ვაძლევდი. ჩემი შვილი მიატოვეს უყურადღებოდ, საკეისროს მერე, დათო წავიდა მეორე საკეისროზე, ჩემს შვილს ვურეკავ, აიღო ტელეფონი და დედა, მაღებინებს, ცუდად ვარო. დამალაპარაკე ვინმე-მეთქი, არავინ არაა დედა აქ, ვინ დაგალაპარაკოო. თურმე შიგნით სისხლდენა მიმდინარეობდა, ექიმები და ექთნები ქვევით ქეიფობდნენ იმ დღეს. მატყუებდნენ თქვენი შვილი კარგად არისო”, – აცხადებს ახალგაზრდა ქალის დედა.

სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები