ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი გვიკავშირდება და გვეხვეწება, რომ მივუშვათ, აი, ამ სიტყვას ვამბობ სპეციალურად, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ჩვენ ასევე არ მოგვისმენია, რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რას ამბობს მაგალითად, მასმედია, რას ამბობენ უცხოელები, რას ამბობენ NGO სექტორის წარმომადგენლები იმაზე, ეს არის თუ არა მისაღები ფორმა პროტესტის გამოხატვის. გადაშავებულს ვატარებ, პირადად მე გპირდებით ამას, თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს. აი, ხო საოცრებას ვამბობ და ეს რა თქვაო, შეიძლება თქვათ, აი, მელანი გადაასხითო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ მისაღები ფორმაა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო კაცო, ჩვენ ხმები არ მოგვიციაო იქო? მილიონ ასი ათასზე მეტი რომ ვართო, ჩვენ უფლებებს ვინ იცავსო და მიგვიშვითო.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიძლება ზედმეტად გულწრფელი ვარ, ჩვენ გვიწევს ამ ხალხის დაკავება და გაკავება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი გვიკავშირდება და გვეხვეწება, რომ მივუშვათ. აი, ამ სიტყვას ვამბობ სპეციალურად. თუ ეს მისაღები ფორმაა მელნის გადასხმა, რაღაცების გადასხმა, შავი საღებავების, მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მელნის გარეშე ვერ გაივლიან ქალაქში”, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები