მესამე დღეა, წყალტუბოში ლიკა გიორგობიანს ეძებენ. გოგონას სოციალურ ქსელში დედა მიმართავს.
“მიშველეთ ხალხო. გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნდა… თუ ვინმემ ნახეთ ან დაინახეთ, ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, დამირეკეთ, მომწერეთ…
დე, ლიკუ თუ ამას კითხულობ, გთხოვ დამიბრუნდი. ყველაფერი მოგვარდება დე. მთავარია ცოცხალი გნახო“, – წერს ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, გოგონა 30 ივნისს დაალოებით 09:30 საათზე გავიდა სახლიდან. ბოლოს ის გვიშტიბში ეკლესიასთან ნახეს, რის შემდეგაც გოგონას კვალი ქრება. მას თან არ აქვს ტელეფონი და საბუთები.
კომენტარები