მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გილოცავ თემური მას, დანაპირები ავასრულე” – მოკრივემ ჩემპიონის ქამარი ქუთაისში საკუთარ მწვრთნელს ჩაუტანა

“გილოცავ თემური მას, დანაპირები ავასრულე” – მოკრივემ ჩემპიონის ქამარი ქუთაისში საკუთარ მწვრთნელს ჩაუტანა

მოკრივე ჯემალ შალამბერიძე IBA Intercontinental-ის ქამრის მფლობელია.

საფრანგეთში, შალონ ენ შამპანში, ქუთაისელმა პროფესიონალმა მოკრივემ ჯემალ შალამბერიძემ 10-რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა გამართა IBA Intercontinental-ის ქამრისათვის ადგილობრივი სამირ სლაჰის წინააღმდეგ.

ქართველმა ორთაბრძოლის დასაწყისიდანვე მოიპოვა უპირატესობა მე-9 რაუნდში კი სულაც დაანოკაუტა მეტოქე და Welter წონითი დივიზიონის ქამარი საქართველოში ჩამოიტანა.

სპორტსმენი სამშობლოში დაბრუნებისთანავე მის პედაგოგთან თემურ ლორთქიფანიძესთან მივიდა.

“გილოცავ თემური მას. დანაპირები ავასრულე”, – ამბობს მოკრივე.

ჯემალ შალამბერიძე საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა, ის პროფესიონალურ რინგზე 2016 წლიდან ასპარეზობს და უკვე 16 ბრძოლა აქვს გამართული.

კომენტარები