ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ შესაძლოა, ქუთაისის “ტორპედო” დატოვოს.
არსებული ინფორმაციით, ის კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
“ინფო იმერეთმა” აღნიშნულის შესახებ “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელს სტივ კინს ჰკითხა.
“გიორგი არაბიძე გამორჩეული ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, ის ითამაშებს და 100%-ით დაიხარჯება, თუმცა თუ ის ამ გუნდიდან წავა, კლუბისთვის დიდი დანაკლისი იქნება”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა.
კომენტარები