გიორგი არაბიძე ქუთაისის “ტორპედოს“ დატოვებს და კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.
არაბიძემ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას სამხრეთ კორეის ჩემპიონთან, “ულსანთან“ მიაღწია.
აზიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხას გადაიხდის.
“ინფო იმერეთმა” აღნიშნულის შესახებ “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელსაც ჰკითხა.
“გიორგი არაბიძეს კლუბიდან წასვლა დანაკლისი იქნება”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა.
26 წლის ფეხბურთელმა “ტორპედოს“ რიგებში ბოლო შეხვედრა თბილისის „დინამოსთან“ საქართველოს სუპერთასზე ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისური გუნდი დღეს, 11 ივლისს უეფას კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ალბანურ „ტირანასთან“ ჩაატარებს.
კომენტარები