მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გიორგი ბარბაქაძემ კარიერა დაასრულა

გიორგი ბარბაქაძემ კარიერა დაასრულა

“ქუთაისი“ ახალ სეზონს ახალი კაპიტნით დაიწყებს – გიორგი ბარბაქაძემ კარიერა დაასრულა. კლუბი ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ მოთამაშეს დაემშვიდობა.

13 წარმატებული სეზონი „ქუთაისში“, ბოლო სეზონში საშუალოდ – 10.7 ქულა, 5.7 მოხსნა (მეორე შედეგი მის ქუთაისურ კარიერაში), 1.8 პასი და 1.1 ჩაჭრა. კაპიტანი გუნდს ღირსეულად დაემშვიდობა.

ბარბაქაძისთვის ყველაზე შედეგიანი (ქუთაისში) მისი პირველი სეზონი იყო – 15.5 ქულა და 5.8 მოხსნა.

გიორგი ბარბაქაძემ კარიერა თსუში (2008/2009) დაიწყო. შემდეგ ორი სეზონი სსაუში ითამაშა და გადავიდა ქუთაისში.

ყველაზე შედეგიანი მატჩი – 35 ქულა (2016.04.14) “ოლიმპთან”.

ბარბაქაძე ბოლო წლებში გუნდის კაპიტანი და ყველაზე შეუცვლელი წევრი იყო.

კომენტარები