პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს.
გიორგი გახარიას განმარტებით, რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.
კომენტარები