მთავარიახალი ამბებიქუთაისი

გიორგი გოგუაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

გიორგი გოგუაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა გიორგი გოგუაძემ სულხან საბასა და ვაკისუბნის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სილაგაძესთან ერთად გამართა.

მერობის კანდიდატმა შეკრებილებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.

“გიორგი სილაგაძე არის ძალიან გულწრფელი ადამიანი, ის ომის ვეტერანია და ძალიან ბევრი აქვს გაღებული თავისი ქვეყნისთვის. მიხარია, რომ ჩვენს რიგებში დგას”, – აღნიშნა გოგუაძემ.

მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები