პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
დღევანდელი დღის შემაჯამებელ შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანია, ქუთაისში ღირსეული კვალი დატოვონ.
“მე და ჩემი გუნდის ბევრი წევრი აქამდე არასდროს ვყოფილვართ აქტიურ პოლიტიკაში. ეს პირველი ნაბიჯებია, რომელსაც თქვენთან ერთად ვდგამთ. ჩვენი მიზანია, ღირსეული კვალი დავტოვოთ ქუთაისში”, – აღნიშნა პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა.
გიორგი გოგუაძის შეხვედრები ადგილობრივებთან მაჟორიტარ და საკრებულოს სიის წევრობის კანდიდატებთან ერთად ხვალაც გაგრძელდება.
კომენტარები