ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კილაძემ ჟურნალისტ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა დაგმო, “მთავარი არხის” დამფუძნებელს ნიკა გვარამიას გათავისუფლება მიულოცა და უკრაინაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლის მალხაზ კვიჟინაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაუშვებელია კრიტიკული მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა.
ასევე განაცხადა, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო და დაღუპულ ქართველ მებრძოლზე აღნიშნა, რომ ის გმირია.
ქუთაისში, საკრებულოს რიგით მე-20 სხდომა გაიმართა.
კომენტარები