მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ

გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალონ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

მისი თქმით, პატიმრობის შეცვლას იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ.

“გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე”, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

კომენტარები