თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე ხმაურიანი გამოსახლების დროს დაკავებულ, მოძრაობა “ხმის” წევრებს – გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე საერთო ჯამში 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი – ხასაია და ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით.
პოლიცია მათ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
18 დაკავებულს კი პროკურატურა ხულიგნობას ედავება, მათ შორის იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ძალის გამოყენებით დააკავა პოლიციამ და ვისაც სამართალდამცველები არ აძლევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას. სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციაც გაიმართა.
კომენტარები