თბილისი საქალაქო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა.
მოსამართლემ ორივე მათგანს 3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ხასაია და ჩიქობავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ხასაიას და ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს, 25 იანვარს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ 2 თებერვალს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კომენტარები