მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებმა ტელეფონებით სუს-ისთვის აქცია დაგეგმეს – დანიშნულ დროს პოლიციაც გამოჩნდა

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებმა ტელეფონებით სუს-ისთვის აქცია დაგეგმეს – დანიშნულ დროს პოლიციაც გამოჩნდა

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსების მოსმენით არის დაკავებული.

ოპოზიციური პარტიის ქუთაისის წარმომადგენლებმა ტელეფონით და მესენჯერით ერთმანეთს აქციის ადგილი შეატყობინეს, თითქოს და აღნიშნულ ადგილზე აქცია-პერფომანსს გეგმავდნენ, ქალაქის ცენტრში, იმ ადგილზე კი დანიშნულ დროს პოლიციის დიდი მობილიზება დახვდათ.

“გირჩის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ეს ადასტურებს, რომ მათ უსმენენ.

თვალთვალის ამსახველი კადრები პარტიის წევრებმა ტელეფონით გადაიღეს.

კომენტარები