მთავარიახალი ამბებიიმერეთი

გოგი წულაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

გოგი წულაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

გოგი წულაიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. პოლიტიკოსი ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება.

მისი თქმით, შეწყალების შემთხვევაში ქვეყანაში ჩამოსვლა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სურს.

წულაიას თქმით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე გოგი წულაიას დააკავებენ.

კომენტარები