მთავარიახალი ამბებისლაიდი

გოგი წულაია – მიტოვებული სამუშაოების გამო ქუთაისში ბიზნესობიექტები გაკოტრების პირასაა

გოგი წულაია – მიტოვებული სამუშაოების გამო ქუთაისში ბიზნესობიექტები გაკოტრების პირასაა

ქუთაისში მიტოვებული სამუშაოების გამო, ბიზნესობიექტები გაკოტრების პირასაა, – აცხადებს პარტია “ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარე გოგი წულაია.

მან დღეს აღმაშენებლის გამზირზე შეჩერებული სამუშაოები გააპროტესტა.

მისი თქმით, თვეზე მეტია სამუშაოები მიტოვებულია, გათხრილი გზის გამო კი მაღაზიებში მომხმარებელი ვერ შედის.

წულაია სამუშაოების დაწყებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობათან ერთად პროტესტს აანონსებს.

აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო.

კომენტარები