მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან

გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში გიორგობას აღნიშნავენ. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.

დიდი მადლის მატარებელ გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს კარაუგდებელს უწოდებენ.

ისტორიული ლეგენდის თანახმად „როდესაც სოფელ გოგნის თავზე მთაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააშენეს და კარები გაუკეთეს, მეორე დილით იქ მისულ ადამიანებს კარები ჩამოვარდნილი დახვდათ, ყოველთვის, როდესაც ტაძარს კარს კიდებდნენ, დილით ჩამოვარდნილი ხვდებოდათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ იფიქრა ვიღაც ამას განზრახ აკეთებდა და ეკლესიასთან ღამით დადარჯდნენ, მათ გამთენიისას სასწაული იხილეს, ნახეს ნათელი სვეტით როგორ ჩამოიხსნა კარები, ამის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ეს უფლის სასწაული იყო და კარიც მას შემდეგ არასოდეს დაუკიდიათ ტაძარზე და ამის გამო დაერქვა სალოცავს კარუგდებელი“.

კომენტარები