მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაბრუნებულების პროტესტი სახლში”, – ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია დღესაც გაიმართება

“დაბრუნებულების პროტესტი სახლში”, – ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია დღესაც გაიმართება

ქუთაისში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია დღესაც გაიმართება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზე, ისევ შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დასავლური გზის შეფერხებას გააპროტესტებენ და რუსული კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორები, თბილისიდან დაბრუნებულ ადგილობრივებს აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდებენ.

“დღეს, 3 მაისს წითელი პარასკევია. ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ, ამავდროულად, აღდგომის ბრწყინვალების მომასწავებელი.

ქალაქში უამრავი ადამიანი ბრუნდება აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად, რადგან ეს ქალაქი მათია. მათ სურთ პროტესტის ხმა აქ, თავიანთ სახლში ისმოდეს ხმამაღლა და მკაფიოდ.

შემოგვიერთდით, – ქუთაისი, ცენტრალური მოედანი, 19:00 სთ.

ჩვენ, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ბედს თავად ვწყვეტთ. პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა.

#ერთობით აუცილებლად გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები